პოლონეთში 25 წლის ქართველი ავტომობილით კლუბში შეიჭრა

2023-12-11 11:21:00

პოლონეთში, ქალაქ ლოძში 25 წლის ქართველი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი შურისძიების მოტივით ერთ-ერთ კლუბში ავტომობილით შევარდა. შემთხვევის დროს კლუბმა 50 000 ზლოტის ზარალი განიცადა.

25 წლის ქართველი სამართალდამცავებმა დააკავეს და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.