იტალიაში ცოლის ცემის ბრალდებით ქართველი დააკავეს

2023-12-07 18:06:02

იტალიაში 47 წლის ქართველი კაცი დააკავეს.

ინფორმაციას, იტალიური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, მამაკაცი ცოლს სისტემატურად სცემდა. ძალადობის მიზეზი ფული იყო, რომელსაც ქართველი მეუღლეს სთხოვდა ხოლმე. ერთ-ერთი ძალადობის დროს მამაკაცმა ქალის დახრჩობაც სცადა.

ქალმა მისი მეუღლის მხრიდან სისტემატური ძალადობის შესახებ სამართალდამცავებს აცნობდა.

კაცი იტალიის პოლიციამ დააკავა.