პოლონეთში საქართველოს ორი მოქალაქე ქურდობისთვის დააკავეს

2023-12-04 15:40:30

პოლონეთში საქართველოს ორი მოქალაქე ქურდობისთვის დააკავეს.

ვარშავის პოლიციამ ბენზინგასამართ სადგურზე ქურდობისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

როგორც პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, დაკავებულებმა სადგურის თანამშრომელს საწვავის შევსება სთხოვეს, ამ დროს ერთმა მასთან საუბარი გააბა, მეორემ კი სადგურის ადმინისტრაციული ოთახი გაქურდა.

სავარაუდო დამნაშავეები გაქცევის მცდელობისას დააკავეს. დაკავებულები არიან 26 და 27 წლის ახალგაზრდები.

მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ორ ფაქტზე წაუყენეს და სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობაც შეუფარდა.