თურქეთში, ბურსას პროვინციაში მიწისძვრა იყო

2023-12-04 14:36:07

თურქეთში, ბურსას პროვინციაში მიწისძვრა მოხდა

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 5,1 მაგნიტუდა იყო.

მიწისძვრის ბიძგები სტამბულშიც იგრძნობოდა.

ბურსას ხელმძღვანელი პირის განცხადებით მიწისძვრას არც ნგრევა და არც მსხვერპლი არ მოჰყოლია.