პოლონეთში მკვლელობის მცდელობისთვის 39 წლის ქართველი დააკავეს

2023-11-30 17:55:01

პოლონეთში 39 წლის ქართველი დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქართველმა ახალგაზრდამ 2 მეგობარი ცივი იარაღით დაჭრა. ერთს ჭრილობა მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, მეორეს კი მუცლის.

დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

39 წლის მამაკაცი კი სამართალდამცავებმა დააკავეს და 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.