პირმა არადეკლარირებული საქონელი მალულად შემოიტანა (video)

2017-11-29 11:56:55

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი, ერთ-ერთი საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით,  სხვა პირისთვის გამორჩენის და უპირატესობის მინიჭებით, წინასწარი შეთახმებით, ერთ-ერთი მოქალაქე  საბაჟო-გამშვებ პუნქტზე  ყოველგვარი საბაჟო კონტროლისა და დათვალიერების გარეშე გაატარა.  შედეგად, აღნიშნულმა პირმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მალულად შემოიტანა დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის  332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  სასჯელის სახით  ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. ნახეთ ვიდეო.