პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

2023-11-26 18:59:48

პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, სამართალდამცავები ღამის საათებში ქუჩაში პატრულირებდნენ, რა დროსაც შენიშნეს, რომ სამი მამაკაცი პარკინგზე გაჩერებულ ავტომობილებს ათვალიერებდნენ.

თვალიერების შემდეგ ერთ-ერთი ავტომობილის ფანჯარა ჩაამტვრიეს, შემდეგ თავიანთ ავტომობილში ჩასხდნენ და გაიქცნენ.

სამართალდამცავებმა ქართველებს აედევნენ და დააკავეს. ჩხრეკის დროს მათი ავტომობილიდან რამდენიმე გასაღები, ძვირფასეულობა და სხვადასხვა ნივთები ამოიღეს.

დაკავებულ ქართველები ძარცვის მუხლით გასამართლდნენ და სამ თვიანი პატიმრობა მიესაჯათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები