სოფელ მუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

2017-11-28 15:50:40

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საზეიმო გახსნას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი და ადგილობრივი თანამდებობის პირები დაესწრებიან.

სოფელ მუღანლოს ახალი საბავშვო ბაღი სამი ჯგუფისგან შედგება, რომელიც ასამდე აღსაზრდელს მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ სოფელ მუღანლოში არსებული საბავშვო ბაღი ამორტიზებული იყო, რის გამოც დემონტაჟს დაექვემდებარა და საჭირო გახდა ახალი სკოლამდელი დაწესებულების აშენება.

ბაღის მშენებლობა ორ ეტაპად განხორციელდა. სამშენებლო სამუშაოები შპს "პარმაღმა" 409 300 ლარად შეასრულა.