პოლონეთში ქართველი ქალი მოკლეს

2023-11-22 11:30:57

პოლონეთში, ქალაქ ვირუსოვში ქართველი ქალი მოკლეს.

ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქე ქალს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენეს. ქალის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ასევე საქართველოს მოქალაქეა.