ბორჯღალოსნებმა ძალიან დაძაბულ მატჩში 21-20 აშშ-ს სძლიეს. თიბისი რაგბის სერიების მორიგ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა აშშ-ს ეროვნული გუნდს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა.
პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა საბოლოოდ კი 21:12 დასრულდა. მეორე ტაიმში ამერიკელები გააქტიურდნენ თუმცა გამარჯვება ვერ მოიპოვეს, ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 21:20 დაფიქსირდა.