11 გარდაცვლილი და ათობით დაშავებული

2017-11-25 11:09:49

სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 10 საქართველოს ხოლო 1 ირანის მოქალაქეა. 6 მამაკაცი სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში ნახეს გარდაცვლილი, აქედან 5 ბათუმელი ხოლო 1 გორიდან იყო. 2 გარდაცვლილი ნახეს ლიფტში, ხოლო 3 სპა ცენტრში. ბათუმის საავადმყოფოში ამ დრომდე 8 დაშავებული რჩება.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ლეოგრანდი" 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა და 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 700 ადამიანი დასაქმდა და არის 180 ნომერი, კომპლექსში განთავსებულია საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი.