აფეთქება თურქეთში

2023-10-27 18:42:55

სტამბოლის დასავლეთ ნაწილში შენობის სარდაფში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა ბაღჩილარის რაიონში, ერთ-ერთი საწარმოს შენობაში მოხდა. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, რომელიც მოგვიანებით მეხანძრეებმა ჩააქრეს.

აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცავები შესაბამის მოკვლევას აწარმოებენ.