პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2023-10-19 12:30:03

პოლონეთში, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.

მას ქურდობას ედავებიან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ 54 წლის კაცმა მანქანიდან მოიპარა ჩანთა, რომელშიც 500 000 პოლონური ზლოტი იყო.

მედია წერს, რომ შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალმა აღნიშნული თანხა ბანკიდან აიღო და სახლში მანქანით ბრუნდებოდა.

ცნობილია, რომ მომხდარის შემდეგ კაცი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმალებოდა. ის ბოლოს მაზოვის სავოევოდოში დააკავეს.

დაკავებულმა დანაშაული აღიარა.