საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გერმანიას ხვალ დაუპირისპირდება

2017-11-23 13:37:10

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი რუსთაველი კალათბურთელი, აკაკი დვალიშვილი და ანატოლი ბოისა, მოხვდა.
ეროვნული ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა დაასახელა.
რაც შეეხება, გაფართოებულ შემადგენლობაში მყოფ კიდევ ერთ რუსთაველ კალათბურთელს გიგი გოგობერიშვილს, ის ვარჯიშის დროს მიღებული ტრამვის გამო ნაკრებში ვერ ითამაშებს.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სადებიუტო მატჩში
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები გერმანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება, მატჩი 24 ნოემბერს შედგება.