სკოლა "ლამპარმა" მრავალშვილიან ოჯახებს გიორგობა მიულოცა (ვიდეო)

2017-11-23 13:20:36

სკოლა „ლამპარის“ ხელმძღვანელობამ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს, გიორგობის დღესასწაული მიულოცა.

სკოლის დირექტორმა თემურ მენაფირემ, დავით რეხვიაშვილთან და დავით იშხნელთან ერთად, მათ მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ მრავალშვილიანებს, ტკბილეული, ტანსაცმელი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა.

თემურ მენაფირეს განცხადებით, მსგავს აქციებს სკოლა პერმანენტულად მართავს და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას, მომავალშიც გეგმავს. ნახეთ ვიდეო.