რიგი ბენზინგასამართ სადგურზე

2017-11-23 12:24:49

საწვავზე ფასი გიდევ გაიზარდა. დღეს დილიდან რიგებია არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, ამ სადგურებზე ბენზინზე ფასმა 3-5 თეთრით მოიმატა, ხოლო ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 5-10 თეთრამდე გაიზარდა ფასი. ნავთობპრიდუქტების იმპორტიორთა კავშირი აცხადებს რომ - "ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით ოპეკის "კალათის" ფასი გაიზარდა 0,43 დოლარით ანუ 0,7 %-ით და ოფიციალურად შეადგინა 60,33 დოლარი/ბარელზე."

 

2016 წელს ოპეკის "კალათის" საშუალო ფასმა შეადგინა 39,8 დოლარს/ბარელზე. 2015 წელს ოპეკის "კალათის" საშუალო ფასმა შეადგინა 46,46 დოლარი/ბარელზე, 2014 წელს ოპეკის "კალათის" საშუალო ფასმა შეადგინა 96,29 დოლარი/ბარელზე, 2013 წელს ოპეკის "კალათის" საშუალო ფასმა შეადგინა 105,87 დოლარი/ბარელზე, 2012  წელს ოპეკის "კალათის" საშუალო ფასმა შეადგინა 109.45 დოლარი/ბარელზე, 2011 წელს - 107.46 დოლარი/ბარელზე, 2010 წელს - 77.45 დოლარი/ბარელზე, 2009 წელს - 61.06 დოლარი/ბარელზე. ცნობისათვის, ოპეკის "კალათის" ფასის რეკორდულ მაჩვენებელს შეადგენს 140.73 დოლარი/ბარელზე, რომელიც დაფიქსირდა 2008 წლის ივლისს.