ტერაქტი ბრიუსელში

2023-10-17 01:15:17

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში სტადიონის მიმდებარედ, სადაც ბელგია-შვედეთის მატჩი მიმდინარეობდა, ტერაქტი მოხდა.

BBC-ის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით ორი ადამიანი მოკლეს.

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

ბელგიაში ტერორიზმის უმაღლესი, მე-4 დონე, გამოცხადდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულები შვედები იყვნენ. 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც  ჩანს მამაკაცი, რომელიც არაბულად საუბრობს და ამბობს, რომ თავდასხმა ღმერთის სახელით განახორციელა. ვიდეოში  მამაკაცი ამბობს, რომ მან სამი ადამიანი მოკლა.