მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2017-11-22 22:30:33

გარემოს ეროვნული სააგენტო - "23-24 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4 – 6 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება და მაღალმთიან ზონაში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს."

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 23 ნოემბერი +9°C, 24 ნოემბერი +7°C, 25 ნოემბერი +8°C, 26 ნოემბერი +6°C.