#13 სკოლა 50 წლის გახდა

2017-11-22 22:02:49

რუსთავის #13 საჯარო სკოლაში, სასწავლო დაწესებულების დაარსებიდან 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო საღამოს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა პედაგოგებსა და მოსწავლეებს, სკოლის 50 წლის იუბილე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. რუსთავის მერმა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ სკოლის დირექტორს სპეციალურ სიგელებთან ერთად, სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც ფოლკლორული ანსამბლი "მე რუსთველი", სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.