ავარია ავტობანზე

2017-11-22 19:32:50

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, რუსთავისკენ მიმავალ მიკროავტობუსს „ბე-ემ-ვე“ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსი მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი იყო მობილიზებული.