პატრიარქი მრევლს ახალი წლისთვის სახლში ნაძვის ნერგის შეტანას ურჩევს.

2016-12-11 14:16:56

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს ახალ წელს სახლშიმკვდარი ნაძვის ხისნაცვლად, ნაძვის ნერგი შეიტანას ურჩევს. აღნიშნული მოწოდება პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე გააჟღერა და  ნერგების გახარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 
მოდის ახალი წელი. ხშირ შემთხვევაში სახლებში შეაქვთ მკვდარი ნაძვის ხე. სასურველია, რომ შეიტანოთ ნაძვის ნერგი”, - განაცხადა ილია მეორემ. გარდა ამისა, ახალი წლის მოახლოებასთან ერთად,  გარემოს დაცვის სამინისტრო გამოვიდა ნაძვის ხეებთან დაკავშირებული ინიციატივით: ნუ მოჭრი - მორთე”. გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ყველას მოუწოდა, რომ თავი შეიკავოს ნაძვის ხის მოჭრისგან.