რას აცხადებენ გუშინ გავრცელებულ ვიდეოზე შსს-ში.

2016-12-10 22:12:20

სვანეთში კოშკების ფონზე შიშველი მამაკაცის გადაღებული ფოტოს საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ადამიანი გამოკითხა. შ.ს.ს.-ში აცხადებენ -"სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის დეკემბერში სოციალური ქსელით გავრცელებულ ფოტო და ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, გამოიკითხნენ პირები, რომლებიც აღნიშნულ მასალაში ფიგურირებდნენ - რუდლოფ ა. და ირაკლი ნ. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია. რუდოლფ ა.-მ აღნიშნა, რომ მის მიმართ მუქარა, ზეწოლა, ძალადობა ან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ განხორციელებულა და მას პრეტენზია ირაკლი ნ.-ს მიმართ არ გააჩნია“.