ქურდობა თოდრიას ქუჩაზე (ვიდეო)

2017-11-21 12:50:31

თოდრიას ქუჩაზე ლომბარდი გაქურდეს. თვითმხილველების ინფორმაციით, თანხის მოთხოვნით, ობიექტში უცნობი პირი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით წაღებულია ფული და მობილური ტელეფონები. საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია, ადგილზე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. მომსახურე პერსონალი ამ დროისთვის დაკითხვაზეა გადაყვანილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით მიმდინარეობს რაც ძარცვას გულისხმობს.

ნახეთ ვიდეო.