ავტოიმპორტიორებმა აქცია გამართეს.

2016-12-10 19:15:57

ავტომფლობელებმა და ავტოდილერებმა აქცია გამართეს, ისინი ავტომანქანებზე და ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის ზრდას აპროტესტებდნენ და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. შეგახსენებთ, 1 იანვრიდან საწვავზე აქციზის მატება და ავტომობილების განბაჟების გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც განსაკუთრებით მარჯვენასაჭიან ავტომობილებს დააზარალებს. ავტომფლობელების აქციას არასამთავრობო ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.