რუსთაველი სპორტსმენების წარმატება

2017-11-19 17:40:59

ბაქოში ტაიკვანდოს ჩემპიონატი - Qabala open  ჩატარდა. ჩემპიონატში 5 ქვეყანა: თურქეთი, ერაყი, რუსეთი, აზერბაიჯანი და საქართველო მონაწილეობდა. პირველი ადგილი რუსთაველ სპორტსმენს,  2003 წელს დაბადებულ, გიორგი ბოსტოღანაშვილს ერგო, რომელმაც 37 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ოქროს მედალი აიღო 2002 წელს დაბადებულმა რუსთაველმა ნიკოლოზ სირაძემაც 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ბრინჯაოს მედლები აიღეს ასევე რუსთაველმა სპორტსმენებმა, ციური აბულაძემ და საბა ვართასაშვილმა 55 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებში. ჩემპიონატზე სპორტსმენებს თან ახლდა მწვრთნელი - ელმიშან თალიბოვი.