რომელ უბანს შეეზღუდება წყალმომარაგება

2017-11-19 15:23:50

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს - "19 ნოემბერს ქ. რუსთავში, ნეკრასოვის ქ. N 41-ში, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს 15:20-დან 21:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება: ჭყონდიდელის დასახლებას, კონკრეტულად კი - ბარნოვი, ბერიტაშვილი, გიორგაძე, ჯავახიშვილი, გოგოლი, გრანელი, კახეთი, მაზნიაშვილი, მცხეთა, ნეკრასოვი, რჩეულიშვილი, სამგორის, სამშვილდის, ტოლსტოის, ჩაპაევის და ჩეხოვის ქუჩებს."