მშვიდობის ქუჩას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2017-11-18 13:49:13

მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია მომავალი წლიდან დაიწყება. საპროექტო სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. აღნიშნულის შესახებ „ინფო რუსთავთან“ კომენტარი ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გააკეთა.

„ფაქტობრივად უკვე გადაწყვეტილია მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია, არის დარჩენილი ფორმალური მხარეები მოსაგვარებელი კომპანია “BP”- სთან. მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა. ჭყონდიდელის მაცხოვრებლებს ადგილობრივ თვითმმართველობისთის ქუჩის რეაბილიტაციის თხოვნით არაერთხელ მოუმართიათ.“