მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ (ვიდეო)

2017-11-18 11:21:38

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ჩქაროსნული მაგისტრალის, ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე. შემთხვევა დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს „სუბარუს“ მარკის მსუბუქი ავტომობილი და „ზილის“ მარკის სატვირთო მანქანა შეეჯახნენ. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ავარის შედეგად არავინ დაშავებულა. ნახეთ ვიდეო.