მერიაში შესაძლოა ოპტიმიზაცია განხორციელდეს

2017-11-17 21:10:50

რუსთავის მუნიციპალიტეტში შესაძლოა ააიპ სამსახურების ოპტიმიზაცია განხორციელდეს. როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის ახლადარჩეულმა მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა, იგი ზოგიერთი ააიპ სამსახურის შერწყმას ან გაუქმებას არ გამორიცხავს - "არ გამოვრიცხავ არც შერწყმას, არც გაუქმებას არც ლიკვიდაციას. ააიპის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს (ცვლილება) თუ არ მოერგო იმ მოცულობის შესასრულებელ სამუშაოს რა რესურსიც სჭირდება ქალაქს და იმ ააიპს, რომელიც ასრულებს თავის საქმიანობას. შესაძლოა მოხდეს ოპტიმიზიაცია სამსახურების, კონკრეტული, სწორი მიმართულებების დაგეგმვა და სწორი ნაბიჯების გადადგმა, რაც თავისთავად უნდა მოერგოს ქალაქის კეთილდღეობას. " - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.