ბიუჯეტზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა

2017-11-17 20:34:24

15 ნოემბერს ბიუჯეტის პროექტი განსახილველად საკრებულოს გადაეგზავნა. ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ბიუჯეტზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა. მისი თქმით: „ხარვეზების ან დამატებითი პრიორიტეტების განსაზღვრის შემთხვევაში შევჯერდებით და ერთობლივი მუშაობის შედეგად დეკემბერში მივიღებთ იმ ბიუჯეტს, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული რუსთავის მოსახლეობაზე.“ ქალაქის მერის თქმით, 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები ინფრასტრუქტული პროექტები იქნება, რომლებიც გზის საფარის, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგებას გულისხმობს. სავარაუდოდ, მომავალი წლის ბიუჯეტით იქნება გათვალისწინებული მშვიდობის და გაგარინის ქუჩების რეაბილიტაციაც. ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ძირითადი აქცენტები გაკეთდება ასევე სოციალურ პროგრამებზეც, კერძოდ: იგეგმება ქულათა სისტემის დიფერენცირება, პროგრამა მაქსიმალურად უნდა მოერგოს ისეთ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს მზრუნველობას.