კალათბურთი - "რუსთავი" vs "ქუთაისი".

2016-12-09 20:54:48

საკალათბურთო კლუბმა რუსთავის "რუსთავმა" გასვლითი თამაში ქუთაისში გამართა. ქუთაისი "ქუთაისი" ქვეყნის ჩემპიონია და თავიდანვე ძლიერ მეტოქედ მიიჩნეოდა, მით უმეტეს შეხვედრას შინ მართავდნენ. პირველ მეოთხედში ქუთაისელები დაწინაურდნენ, მეორე მეოთხედში რუსთაველებმა მოახერხეს და ქულათა სხვაობა სამამდე შეამცირეს. თამაშის მეორე ნაწილში მასპინძლები დაწინაურდნენ და საბოლოოდ შეხვედრა 91:67 ქუთაისის გამარჯვებით დასრულდა.