საბერძნეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით 79 ადამიანი დააკავეს

2023-08-26 13:52:59

საბერძნეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით 79 ადამიანი დააკავეს.

გავრცელებული ცნობით, ათენიდან ჩრდილო-დასავლეთით, პარნიტას მთაზე, კონკრეტული პირების მხრიდან,  ხანძრის ახალი კერების განზრახ გაჩენის რამდენიმე მცდელობა იყო.

ცეცხლის გაჩენის შემთხვევებს საბერძნეთის პოლიცია და სადაზვერვო სამსახური იძიებენ.

საბერძნეთში ხანძრის ასობით კერაა. სტიქიას მიმდინარე კვირაში ქვეყანაში 20 ადამიანი ემსხვერპლა.