"ავტომობილების გატაცების მცდელობა"

2017-11-17 12:08:22

ავტომობილების გატაცების მცდელობა აეროპორტის დასახლებაში. "ნისანის" მარკის ავტომობილის მფლობელის ინფორმაციით, ჩამსხვრეულია მანქანის მინები და დაზიანებულია ელექტრო სადენები.

მსგავს მდგომარეობაშია მეზობლის მანქანაც, რომელიც სახლიდან რამდენიმე მეტრში ნახეს მიტოვებული. მფლობელების ვარაუდით, ავტომობილი გაფუჭდა, რის გამოც მძარცველებს მანქანის შუა გზაზე დატოვება მოუწიათ.

 

თვითმხლველების ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა და ავტომობილების გატაცებას 2 პირი ცდილობდა.

საქმეზე გაოძიება უკვე დაწყებულია.