ავარია რუსთავში მსხვერპლით დასრულდა (ვიდეო)

2017-11-17 10:19:11

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, შარტავას გამზირზე გუშინ, დაახლოებით 22:30 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი "მერსედესის" მარკის ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გადავიდა გზის მარჯვენა მხარეს და გადასასვლელთან მყოფ მამაკაცს დაეჯახა. ამის შემდეგ ავტომობილი ინერციით კიდევ განაგრძობდა მოძრაობას და მაღაზიასთან გაჩერებულ რამდენიმე მანქანას შეეჯახა, მათ შორის იყო კრიმინალური პოლიციის ავტომობილიც. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიბაჟები. დაშავებული, 54 წლის მამაკაცი მრავლობითი მოტეხილობებით "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, პაციენიტი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საბოლოოდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ში აცხადებენ რომ - "ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია." სავარაუდოდ მუხლი გადაკვალიფიცირდება რადგან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ნახეთ ვიდეო.