სროლა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (ვიდეო)

2017-11-16 21:59:43

12 ნოემბერს, მაიაკოვსკის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის ფაქტზე რუსთავის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. შეგახსენებთ რომ პოლიციელების მხრიდან მოზარდის მიმართ სროლის ფაქტზე, დადევნებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" გუშინ გაავრცელა. დღეს დაიკითხა 18 წლის რომა ღონღაძე, მას ადვოკატირებას საიას რუსთავის ოფისის ადვოკატი ეკატერინე მიდოდაშვილი უწევს. დღესვე გვიან ღამით გამომძიებლები და პროკურატურის თანამშრომლები იმ ადგილზეც იმყოფებოდნენ სადაც შემთხვევა მოხდა, ამოღებულია ტყვიის მასრები. ადვოკატის  თქმით გამოძიება სისხლის სამართლის 333 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამ მომენტისთვის პოლიციელებს უფლებამოსილება არ შეჩერებიათ. მოწმეების დაკითხვა ხვალ გაგრძელდება. ნახეთ ვიდეო.