რა ღირს ერთი ამერიკული დოლარი

2017-11-16 21:30:12

ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებაში დღის მანძილზე კიდევ რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.733 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა 2.723 ლარად შეგიძლიათ. კურსი გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური კურის შესახებ ინფორმაცია 17 საათის შემდეგ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 1 ამერიკული დოლარი 2.703 ლარი ღირს.