მგზავრების გადაყვანა შეზღუდულია

2017-11-16 19:06:52

თბილისიდან რუსთავის მიმართულებით მგზავრების გადაყვანა შეზღუდულია. რუსთაველები აცხადებენ რომ თბილისში, რკინიგზის სადგურზე ათეულობით ადამიანი ელოდება მიკრო ავტობუსს. კომპანია "ინტერტრანსში" განაცხადეს რომ გრაფიკის დარღვევის მიზეზი დედაქალაქში გადატვირთული მოძრაობაა. საავტომობილო საცობებია ცენტრალურ ქუჩებზე, რის გამოც მძღოლები სადგურებზე დროულად მისვლას ვერ ახერხებენ.