შეხვედრა რუსთავის თვითმმართველობაში

2017-11-16 16:28:43

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გაეროს განვითარების მიმართულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, რუსთავში მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გაეროს განვითარების პროგრამა 2 რუსთავში პროექტს ახორციელებს, „futuremakers” და რუსთავის მერიში ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის შექმნა.

უახლოეს პერიოდში გაეროს განვითარების პროგრამა კიდევ ერთ ახალ პროექტს განახორციელებს, რომელიც თვითმმართველობის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.