ცხოველისადმი სასტიკად მოპყრობისთვის შესაძლოა სასჯელი გამკაცრდეს

2017-11-16 16:21:17

ცხოველთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება წარადგინეს, რომლის მიხედვითაც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებ არსებული სასჯელი გამკაცრდება.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება ცხოველთა მონაწილეობით ორთაბრძოლების მოწყობა, მათ რიტუალური მოკვლა, ექსპერიმენტები და ვეტერინარის დანიშნულების გარეშე ქირურგიულ ოპერაციების ჩატარება, გარდა ამისა, ომპანიონი ცხოველები დაექვემდებარებიან სავალდებულო პირველად რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას და ყოველწლიურ საკონტროლო რეგისტრირებას, განისაზღვრება მათი მოვლა-პატრონობის პირობები.
საკანონმდებლო წინადადება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებსაც ითვალისწინებს, კერძოდ, დგინდება ჯარიმები ცხოველთა ტრანსპორტირების წესის, მოკვდინებისათვის დასაშვები წესების დარღვევისათვის და სხვა შემთხვევებზე.

 

"ცხოველებისადმი სადისტური მოპყრობის ბოლო დროინდელმა შემთხვევებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა იმგვარი საკანონმდებლო ბაზის არსებობის საჭიროება, რომელიც ამ კუთხით უსაფრთხო და საიმედო გარემოს უზრუნველყოფს" - ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.