რობი ღონღაძეს რუსთავის პროკურატურაში კითხავენ

2017-11-16 13:39:33

რუსთავის პროკურატურაში რობი ღონღაძის დაკითხვა მიმდინარეობს. მას ადვოკატირებას საიას რუსთავის ოფისის ადვოკატი ეკატერინე მიდოდაშვილი უწევს.

19 წლის რობი ღონღაძე სამართალდამცავებს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. ექსკლუზიური მასალა „ინფო რუსთავმა“ გუშინ გაავრცელა.