გამწვანების აქცია რუსთავში (ფოტო)

2017-11-16 13:26:50

თბილისის ქუჩაზე გამწვანების აქცია გაიმართა. ტერიტორიაზე 600 ძირი შავი ფიჭვისა და 100 ძირი კიპარისის ნერგები დაირგო. აქციაში მონაწილეობა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, მაჟორიტარ დეპუტატებთან და #24 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მიიღო. ტაბაღუას განცხადებით, აუცილებელია ქალაქის გამწვანებაზე თითოეულმა მოქალაქემ იზრუნოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ნერგები თავდაპირველად ავტოავზებით მოირწყვება, უახლოეს მომავალში კი წყლის სისტემის მოწყობა იგეგმება.

სამუშაოები ააიპ უზრუნველყოფის სამსახურის ხელშეწყობით განხორციელდა.