მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2017-11-15 23:09:43

გარემოს ეროვნული სააგენტო - "დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 17 – 19 ნოემბერს ზოგან წვიმიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაბამისად ტემპერატურაც +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

 

მომდევნო ოთხი დღის მანძილზე რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 17 ნოემბერი +15°C, 18 ნოემბერი +13°C, 19 ნოემბერი +16°C, 20 ნოემბერი +18°C.