უკრაინაში 5 ქართველი დააკავეს (ვიდეო)

2017-11-15 22:20:52

ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოების შედეგად კიევში, ყაჩაღური თავდასხმის ბრალდებით, საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას უკრაინული მედია, ეროვნული პოლციის ხელმძღვანელის, ანდრეი კრიშენკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლიციის განცხადებით, კრიმინალური ჯგუფის წევრებმა ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს და ჩანთა წაართვეს, რომელშიც 100 000 დოლარი იდო. კრიშენკოს თქმით, დაკავებულებს იარაღი და მობილური ტელეფონები ამოუღეს. გამოძიება აღნიშნული ჯგუფის მიერ ჩადენილი ანალოგიური დანაშაულის 3 ფაქტის დადგენაზე მუშაობს. ნახეთ ვიდეო.