მერი ჭყონდიდელის მოსახლეობას შეხვდა (ფოტოები)

2017-11-15 15:52:23

რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. სამუშაო პროცესების დათვალიერება ირაკლი ტაბაღუამ ჭყონდიდელის დასახლებიდან დაიწყო, სადაც გზის საფარის დაგების და სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროცესი დაათვალიერა. „მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა უგზოობის და გრუნტის წყლების პრობლემა. ხშირად იტბორებოდა საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები.“ - განაცხადა მერმა. ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, სამუშაო პროცესის მიმდინარეობით და შედეგით კმაყოფილია.