რუსთავის მერია და "სოკარი" მოსახლეობას აფრთხილებს (ვიდეო)

2017-11-15 13:10:57

რუსთავის მერიაში კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზის" ხელმძღვანელობასა და ქალაქის მერს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და აიპის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ. მერიის ინიციატივით გადაწყდა რომ შეიქმნება გარკვეული ჯგუფი რომელიც სოკარის თანამშრომლებთან ერთად იმუშავებენ რათა კიდევ ერთხელ მოხდეს მოსახლეობის ინფორმირებულობა და პრევენციის მიზნით გატარდეს რიგი სამუშაოები. ბუნებრივი აირის მოხმარების დროს აუცილებლად უნდა მოხდეს გამათბობლის და წყლის გამაცხელებლის შემოწმება. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ, მუშაობს ცხელი ხაზი 16 114. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ. მოხდება თუ არა მოწყობილობის დემონტაჟი ან ჩაჭრა, ნახეთ ვიდეო.