"მოვიდნენ და ტრაქტორით დაანგრიეს დახლები" (ვიდეო)

2017-11-15 12:21:12

"ინფო რუსთავს" ე.წ. "სტამბულის" ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოვაჭრე ადამიანები დაუკავშირდნენ და დახლების დანგრევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მოვაჭრეების თქმით ღამე მათ კუთვნილებაში არსებული დახლები ტრაქტორით დაანგრიეს და სწორედ ამის გამო მათ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

საუბრისას გაირკვა რომ დახლების დემონტაჟი, გვერდით არსებული კომერციული ფართის მეპატრონეს განუხორციელებია. მოვაჭრეები აცხადებენ რომ მიწა რომელზეც ისინი საქმიანობდნენ გასხვისებული არ არის და შესაბამისად მათ კუთვნილებაში არსებული დახლების დანგრევის უფლება არავის არ ჰქონდა. "ინფო რუსთავი" ტელეფონით დაუკავშირდა იმ პირს ვინც აღნიშნულ ტერიტორიაზე დემონტაჟი განახორციელა, მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა რომ - "ეს მიწა წლებია ჩემ საკუთრებაშია, უკვე 2 წელია ვეუბნები რომ დაცალონ ტერიტორია და გაიტანონ დახლები, თუმცა მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ იყო. გვერდით ავაშენე კეთილმოწყობილი დახლები და შევთავაზე რომ იქ შესულიყვნენ, თუმცა ამაზეც უარი მივიღე. გუშინ გადავწყვიტე რომ ჩემ მიწაზე არსებული კონსტრუქციები ამეღო, გავასუფთავე პერიმეტრი და ვაპირებ რომ მოვაწესრიგო ტერიტორია." ნახეთ ვიდეო.