"პარადისო" რუსთავის თეატრში

2017-11-14 22:45:36

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი დამოუკიდებელ თეატრს, სახელწოდებით - ,,ჩვენი თეატრი“ მასპინძლობს, რომელიც თოჯინების სპექტაკლს "პარადისო" 15 და 26 ნოემბერს რუსთავის თეატრის მცირე სცენაზე  წარმოადგენს.  „პარადისო“ ერთ მოქმედებიანი დრამაა, რომელიც  - ხანდაზმულთა თავშესაფრის სამი ბინადრის - პიპოს, იშაის, სერ რობერტის და მომვლელი ქალი ბონიტას ცხოვრებას  წარმოგვიდგენს. მოხუცები სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მუსიკის აწყობას ცდილობენ. ისინი გარკვეულ წინააღმდეგობებს აწყდებიან. ინსცენირებაში, მხიარული და სევდიანი სცენების მონაცვლეობით, გათამაშებულია მოხუცების ცხოვრების უკანასკნელი დღეები.

თეატრში სპექტაკლი "პარადისო" 15 ნოემბერს 15:00 სთ-ზე, 26 ნოემბერს კი 19:00 სთ-ზე გაიმართება.