აეროპორტში ევაკუაციაა

2017-11-14 19:15:19

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესაია მეფარიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. კადრებში ჩანს რომ აეროპორტთან საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული და ხალხი გარეთ დგას. გავრცელებული ინფორმაციით აეროპორტში ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ. დამატებითი ინფორმაცია ამ მომენტისთვის არ ვრცელდება. 

მოგვიანებით ცნობილი გახდა რომ პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელმაც 112-ში დარეკა და აეროპორტში ბომბის შესახებ აუწყა მცდარი აღმოჩნდა. ცრუ განგაშის შემდეგ აეროპორტის თანამშრომლები და მგზავრები შენობაში დაბრუნდნენ.