თვითნებურად გადაკეტილი ეზოები იხსნება

2017-11-14 14:36:19

შიდა ეზოები თვითნებურად გადაკეტილი კონსტრუქციებისგან სუფთავდება. სამუშაოებს ააიპ ზედამხედვლობის სამსახური ახორციელებს. ეზოების დასუფთავება უკვე განხორციელდა მე-18 და მე-19 მკრ-ში. პროცესი ამ დროისთვის მე-17 მკრ-ში მიმდინარეობს.

სამუშაოების განხორციელება გასულ წელს დაიწყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო დროებით შეჩერდა. ეზოების დასუფთავება ზედამხედველობის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ განაახლა და სამუშაოების ჩაატარება ქალაქის მასშტაბიტ იგეგმება.

მოსახლეობის ნაწილი, ეზოების თვითნებურად გადაკეტვას ამართლებს და მოსახლეობის უსაფრთხოებით ხსნის. ნაწილი კი აპროტესტებს, რადგან ყოფილა შემთხვევები როცა გადაკეტილი ეზოს გამო, სასწრაფო, სახანძრო და სხვა სამაშველო ეკიპაჟები, დანიშნულების ადგილამდე ვერ მისულა.