ესპანეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

2017-11-14 13:48:31

ესპანეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შემთხვევა მადრიდში, ჩამარტინის უბანში მოხდა, სადაც მძარცველებს ფაქტზე სახლის მეპატრონემ შეუსწრო. ადგილზე სამართალდამცავები გამოცხადდნენ და ორივე პირი დააკავეს. 

პოლიციის ცნობით, დაკავებულებს  ბინების ძარცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა აღმოაჩნდათ.